ჩვენს შესახებ
ფლუქს სთორი ელექტრონიკისა და ტექნიკური პროდუქციის ონლაინ მაღაზიაა, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის კომპონენტებს განსაკუთრებულ ფასად. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ტექნიკა ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვინ ვართ ჩვენ
შპს „ფლუქს სთორი" დაარსდა იმ მისიით, რომ საქართველოს ბაზარისთვის შეგვეთავაზებინა ხარისხიანი, ორიგინალი ელექტრონული კომპონენტები და ტექნიკური აქსესუარები, გამჭვირვალე ფასებითა და სანდო მომსახურებით. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აგროვებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას ელექტრონიკის სფეროში. სწორედ ეს ცოდნა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ის პროდუქცია შევარჩიოთ, რომლის ხარისხშიც დარწმუნებულები ვართ.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელშიც ტექნიკურმა ცოდნამ და ხარისხიანმა მოწყობილობებმა მნიშვნელოვანი როლი დაიკავა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მაგალითად, სტუდენტისთვის, რომელიც პირველად აწყობს არდუინოს პროექტს და ინჟინრისთვის, რომელიც პროფესიონალურ წყობას აგებს.
ჩვენ ვმუშაობთ ნდობით აღჭურვილ მომწოდებლებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შუამავლების გარეშე მივიტანოთ პროდუქცია მომხმარებლამდე და გავათანაბროთ მსოფლიო ბაზრის ფასები ქართულ რეალობაში. ჩვენს პროდუქციას ყოველთვის გულდასმით ვამოწმებთ, შესაბამისად, პასუხს ვაგებთ ნებისმიერ დეტალზე. ყოველ შეკვეთაზე, რომელსაც ჩვენთან გააფორმებთ, უზრუნველყოფილი იქნებით საიმედო შეფუთვითა და დროული მიწოდებით.
რას გთავაზობთ?
- ფართო არჩევანი: ელექტრონული კომპონენტები, აქსესუარები
- კონკურენტული ფასები: პირდაპირი მიწოდება შუამავლების გარეშე
- სწრაფი მიწოდება: თბილისში მომდევნო დღეს, ხოლო რეგიონებში 3 სამუშაო დღეში
- გარანტია: ყველა პროდუქტს თან ერთვის მწარმოებლის გარანტია
ჩვენი ღირებულებები
- ხარისხი: არ ვაკეთებთ კომპრომისს პროდუქციის ხარისხზე
- გამჭვირვალობა: სამართლიანი ფასები, გარკვეული პირობები
- მომხმარებელზე ფოკუსი: ჩვენთვის მთავარი თქვენი კმაყოფილებაა
- სანდოობა: ვიცავთ ნაკისრ ვალდებულებებს
კომპანიის ინფორმაცია
- დასახელება: შპს „ფლუქს სთორი"
- საიდენტიფიკაციო კოდი: 424621118
- იურიდიული მისამართი: ქ. ახმეტა, ილია ჭავჭავაძის ქ. N145
- ვებგვერდი: flux.ge
კავშირი ჩვენთან
გვაქვს კითხვა, შენიშვნა ან თანამშრომლობის წინადადება? დაგვიკავშირდით:
- 📞 +995 597 109 029
- ✉️ info@flux.ge